ქართული მხარის პირველი კომენტარი აზერბაიჯანელების მიერ სასაზღვრო შეზღუდვასთან დაკავშირებით

ქართული მხარის პირველი კომენტარი აზერბაიჯანელების მიერ სასაზღვრო შეზღუდვასთან დაკავშირებით

ქართული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე დაწესებულ შეზღუდვას საჩხერის "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას არ უკავშირებს.

როგორც ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენზე დაყრდნობით განუცხადა, აღნიშნული აზერბაიჯანში მიღებულ კანონს უკავშირდება.

"როგორც შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტი გვეუბნება, საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აზერბაიჯანის მიერ მიღებულ კანონს. ეს კანონი კარგა ხანია მიღებულია, დაანონსებულიც იყო, რომ პირველი აგვისტოდან იქნება შეზღუდვა", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იმ ავტომანქანებს, რომლებიც აღნიშნული კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საზღვარზე არანაირი შეზღუდვა არ ექნება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა