გიორგი მარგველაშვილი - გამიხარდებოდა, რომ პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოფილიყო

გიორგი მარგველაშვილი - გამიხარდებოდა, რომ პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოფილიყო

გამიხარდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების სბჭოს სხდომაზე ყოფილიყო ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა და უშიშრეობის საბჭოს სხდომაზე პრემიერის დაუსწრებლობას გამოეხმაურა.

პრეზიდენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ამ მცირე განცხადებით შემოიფარგლა.

რაც შეეხება უშუალოდ უშიშროების საბჭოს სხდომას, პრეზიდენტის განცხადებით, უაღრესად საქმიანი შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგებით კმაყოფილია.

გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა, თუმცა პრემიერი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა