მარგველაშვილი: ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება დემოკრატიის შესახებ უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება

მარგველაშვილი:  ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება დემოკრატიის შესახებ უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მის წინამორბედ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღებს, საქართველოში დემოკრატიის შესახებ უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება.

"მე თავს არ მივცემ უფლებას, რაიმე პოზიცია დავაფიქსირო და რაიმე ფორმით გავლენა მოვახდინო სასამართლოს მუშაობაზე, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რასაც სასამართლო მიიღებს, იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი დემორკატიისა საქართველოში. ამ ტესტის შედეგად, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სისტემა გამოვა უფრო დემოკრატიული, უფრო წელში გამართული და უფრო სამართლიანი. ესაა ტესტი, რომელიც ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ და ტესტი, რომლის შემდეგ ჩვენ მიჩნეულ უნდა ვიყოთ უფრო დემოკრატიულ და უფრო სტაბილურ ქვეყნად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში.

პრეზიდენტის თქმით, თუ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებში არსებულ კითხვებს გაეცა ნეგატიური პასუხი, ეს არა მარტო პროკურატურის, არამედ სახელმწიფოს წარუმატებლობა იქნება. "შესაბამისად, ამაში ჩართული ვართ ჩვენ ყველანი და თითოეულს ჩვენი წილი ვალდებულება გვაქვს ამ კითხვის ნიშნების გასაქრობად, რომ არაფრის დიდებით არ დავუშვათ პოლიტიკური დევნა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა