"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"

"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"

ერეკლე კოდუამ, სოდ-ის ყოფილმა უფროსმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ისაუბრა 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილთან ლონდონურ შეხვედრაზე და თქვა, რომ ბიზნესმენმა სამოქალაქო არეულობის გამოსაწვევად მას საკუთარი გარემოცვიდან ოთხი პირის მკვლელობა დაუკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი გოგა ხაინდრავა იყოო (დანარჩენი სამის ვინაობა მისთვის უცნობია). ჩვენ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით:

- იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სრული აბსურდი და სიგიჟეა. მე და ბადრი მეორე კლასიდან ერთად ვიზრდებოდით და ბოლო წლებში უახლოესი მეგობრები ვიყავით. ბევრმა აქცია ზურგი ბადრის, მაროდიორებად გადაიქცნენ და დღესაც წეწავენ მის ქონებას, თან მის მეგობრებად ასაღებენ თავს. შეიქმნა პატარკაციშვილის სახელობის პარტია, რომელიც ბადრის ოჯახს უჩივის და მისი სახელით მონაწილეობს არჩევნებში. თუ ვინმე იყო ბადრის გარემოცვაში უანგარო მასთან ურთიერთობაში, ეს მე ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, რა მიზნით გაკეთდა აქცენტი თქვენზე, თქვენ ხომ რახანია ჩამოშორდით პოლიტიკას?

- პირველი მიზეზი ამისა არის "ნაციონალების" სრული სასოწარკვეთა. კარგად იციან, დადგა მათი პოლიტიკური აღსასრული. თუ ოდესმე მოვიდოდა ეს დღე, სააკაშვილს ორი მიზეზის გამო ვერ წარმოედგინა: 1. იმიტომ, რომ ფსიქიკურად დაავადებულია და 2. ლობისტების იმედი ჰქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც აქვთ უნარი, ხანდახან დინების წინააღმდეგ წავიდნენ და საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე წინ დააყენონ.

სააკაშვილი ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა. როცა დაინახა, დღეს პასუხისგებაშია მიცემული, შიზოფრენიამ წითელ ზოლს გადაამეტა და ეს აბსურდი გამოაცხო. მხოლოდ მათ ავადმყოფ გონებაში შეიძლება დაიბადოს მეგობრისა და ახლობლის გაწირვის გადაწყვეტილება. ასე დამართეს თავიანთ მეგობარ ზურაბ ჟვანიას. "ნაციონალებს" დიდი ხანია, ყელში ვეჩხირები. ერთ-ერთი, ვინც "ნაციონალები" და პირადად სააკაშვილი ხერხემალში გადატეხა, მე ვიყავი. ამაზე განსაკუთრებით იმოქმედა ჩემმა ფილმმა "დემოკრატიის შუქურა", რომელიც არჩევნების წინ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში გავიდა. ეს ფილმი, პრაქტიკულად, სააკაშვილის განაჩენია.

- საზოგადოების ნაწილმა ერეკლე კოდუას დუმილის დარღვევა იმას დაუკავშირა, რომ "ნაცმოძრაობა" ცდილობს 7 ნოემბრის მოვლენების, ასე ვთქვათ, "გაპრავებას", მაშინ, როცა სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს სულ ახლახან სწორედ ამ მუხლით წაუყენეს ბრალი.

- ყველამ იცის, რა მოხდა 7 ნოემბერს, რომ არანაირი გადატრიალება არ ყოფილა. ვითარება ასეთი იყო: გაერთიანებულმა ოპოზიციამ 27 სექტემბერს დააანონსა 2 ნოემბრის გრანდიოზული მიტინგი. ამ დღეს საპროტესტო აქციაზე მართლაც უამრავი ხალხი გამოვიდა. ბადრი 2 ნოემბერს მოვიდა მიტინგზე. არ ყოფილა არანაირი მოწოდება გადატრიალებისკენ. პირიქით, ჩვენი ნაბიჯი - 200 ათასი კაცი რომ შინ მშვიდობიანად გავუშვით, შემდგომ ყელში ამოგვადინეს, როგორც ჩვენი შეცდომა. ჩვენ მშვიდობიანად დავშალეთ მიტინგი და გამოვაცხადეთ შიმშილობა. 7 ნოემბერს შიმშილობის მეექვსე დღე იყო, 40 კაცი დავლასლასებდით პარლამენტის შენობის წინ და რისი თავი გვქონდა?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა