ირაკლი ღარიბაშვილი - მედიის მუშაობის ხარისხი დაბალია

ირაკლი ღარიბაშვილი - მედიის მუშაობის ხარისხი დაბალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედია თავისუფალია, თუმცა მისი მუშაობის ხარისხი დაბალი.

ამ საკითხზე პრემიერმა გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და მედიასაშუალებებს ობიექტურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"დღეს მედია ხელისუფლების ჩარევისგან არის აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ ხარისხი გვაქვს ძალიან დაბალი. თუ არ მოხდა ხარისხის გაუმჯობესება, შედეგი იქნება არაფრის მომცემი _ მდარე ხარისხის მედიასაშუალებები გააგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და არ დაეხმარებიან ქვეყანას და სახელმწიფოს, რომ განვითარდეს და მოსახლეობამდე მივიდეს რეალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა წამყვანი ტელეარხის კომპლექსი - თუ ერთი ტელეარხი გააკეთებს ცუდ სიუჟეტს რაიმე თემაზე, დანარჩენმა ტელევიზიებმა უნდა გააკეთონ მასზე უარესი. მათ ჰგონიათ, რომ თუ ისინი დაბალანსებულ ან ობიექტურს გააკეთებენ, ბრალს დასდებენ ხელისუფლების ლობირებაში, რაც აბსურდულია, – უნდა თქვა სიმართლე და თუ სიმართლეს არ იტყვი, მაშინ პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს, რომ სიმართლეს ეუბნები მოსახლეობას. სიმართლის განცდა მათ აქვთ შესუსტებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მედია მეოთხე ხელისუფლებაა და მან ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს.

"ყველას მოსდის შეცდომები, ამ შეცდომებზე უნდა მივუთითოთ. მათაც აქვთ უფლება შეცდომა დაუშვან, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, როცა ისინი შეცდომას მიზანმიმართულად უშვებენ, მივუთითოთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. მათ აქვთ ძლაიან დიდი პასუხისმგებლობა, მედია მეოთხე ხელისუფლებაა და ძალიან მწყინს, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ, მათგან წამოსული სიუჟეტები ადამიანებსა და ბიზნესგარემოზე რომ მოქმედებს. ჩვენ თუ მოქალაქეებს ხელოვნურად შევუქმნით განცდას არასტაბილურობის, დაუცველობის, მაშინ რა გამოდის – რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოში ნეგატიური პროცესების თანამონაწილეები, ანუ ჩვენ გარკვეულწილად ვებრძვით სახელმწიფოს და არ გვსურს მისი გაძლიერება", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა