მოწამლა თუ არა პუტინის ბაბუამ ლენინი, თავად პუტინმა კი საკუთარი მშობლები?

მოწამლა თუ არა პუტინის ბაბუამ ლენინი, თავად პუტინმა კი საკუთარი მშობლები?

ისტორიკოსმა ფელშინსკიმ ინტერნეტში განათავსა სტატია პუტინის ოჯახზე. მასში ავტორი წერს:

 

”2000 წლის იანვარს დავოსში საერთაშორისო სიმპოზიუმზე დაისვა საყოველთაოდ ცნობილი კითხვა: ”ვინ არის ბატონი პუტინი?”.

უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უფრო დიდი ხანი მართავს პუტინი რუსეთს, მით უფრო ცოტა ვიცით მის შესახებ, იმიტომ რომ მას, როგორც პროფესიონალ მზვერავს, ბევრი სხვადასხვა ბიოგრაფია აქვს.

პუტინი დაიბადა ან რუსეთში ან საქართველოში, ან 1950 ან 1952 წელს. დედა ან ცოცხალია (ვერა ნიკოლაევნა პუტინა) ან არა - მარია შელომოვა. მამა (პლატონ პრივალოვი) ან პუტინის ცხოვრებიდან მის დაბადებამდე გაქრა, ან იყო რუსეთის გამათავისუფლებელი არმიის წევრი, სახელად ვლადიმირ სპირიდონოვიჩ პუტინი.

თუ პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიას დავუჯერებთ, აქაც არეულადაა საქმე. ვლადიმერ სპირიდონოვიჩზე წერია, რომ 2 აგვისტოს გარდაიცვალა. ინფორმაცია მარია შელომოვაზე ურთიერთგამომრიცხავია. მასზე მითითებულია, რომ ”წლის დასაწყისში” გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ წლის დასაწყისში კი არა, 6 ივლისს გარდაიცვალა. მოკლედ, რუსეთის პრეზიდენტის დედის გარდაცვალების თარიღი არავისთვისაა ცნობილი, მათ შორის არც პუტინისთვის.

საინტერესოა პუტინის ორივე ოფიციალური მშობლის გარდაცვალების წელი: 1999 წელი. სწორედ ის 1999 წელი, როდესაც აფეთქებდნენ სახლებს, როდესაც იწყებოდა მეორე ომი ჩეჩნეთში, როდესაც კითხვიდან - ”ვინ არის ბატონი პუტინი” ქმნიდნენ რუსეთის პრეზიდენტს.

ახლა ჩვენ ვიცით, ვინ ქმნიდა და რისთვის: ოლიგარქების ფულით, ძირითადად, აბრამოვიჩ-ბერეზოვსკის ფულით რუსეთის სპეცსამსახურები თავიანთ პრეზიდენტს ქმნიდნენ იმისთვის, რომ მოეპოვებინათ ქვეყანაში ძალაუფლება და 2014 წელს დაეწყოთ საომარი კამპანია საბჭოთა კავშირის, რუსეთის იმპერიის აღდგენის მიზნით.

მშვენებლობა გრანდიოზული უნდა იყოს (ახლა მხოლოდ ფუნდამენტის ჩაყრა მიმდინარეობს). ჭრიან ტყეს, ნაფოტი კი ცვივა. ნაფოტი ყოველთვის ბევრია.

თუ ძალიან დაფარული ადამიანის ბიოგრაფიაში, რომელსაც ბევრი შავი ლაქა აქვს, არ წერია დედის გარდაცვალების თარიღი, მამა კი კვდება იმ თვეს, როდესაც უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი პუტინი ხდება პრემიერ-მინისტრი, ორივე მშობელი კი საბედისწერო 1999 წელს კვდება, როდესაც უშიშროების სამსახური წარმატებით ანხორციელებს ქვეყანაში ძალაუფლების მოპოვების ოპერაციას, მე, როგორც ისტორიკოსმა და პუტინის ბიოგრაფმა, უნდა დავაყენო თუ არა ეჭვქვეშ ვერსია მისი მოხუცებული მშობლების ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებაზე?

კითხვის ნიშნით რომ დავასრულოთ, ერთ კითხვასაც დავსვამ. ცნობილია, რომ პუტინის ბაბუა სპირიდონ ივანოვიჩი ლენინის მზარეული იყო და გარდაიცვალა 1965 წელს. აგრეთვე ცნობილია, რომ დიდი ალბათობით ლენინს წამლავდნენ და საბოლოოდ მოწამლეს კიდეც. არსებობს ვერსია, რომ ლენინის მოწამვლა ხდებოდა მის საკვებში საწამლავის ჩამატებით. შეიძლება დავადგინოთ, ზუსტად როდის დაიწყო ლენინთან მზარეულად მუშაობა პუტინის ბაბუამ?”.

მომზადებულია kavkazcentr.com.ru-ს მიხედვით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები