ირაკლი ღარიბაშვილი - ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს

ირაკლი ღარიბაშვილი - ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, აგვისტოს ომის ყველა დეტალი და ნიუანსი გამოძიებული იყოს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძამათა სასაფლაოზე განუცხადა, ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, რომ აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავად ჰააგა უზრუნველყოფს.

"ის ინფორმაცია, რაც გუშინ თქვა თეა წულუკიანმა, დადასტურებულია. ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული", - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა გამოძიების მასალების გასაჯაროება, ღარიბაშვილის განმარტებით, საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოს შემცველი არ იქნება.

რაც შეეხება თეა წულუკიანი განცხადებას, იუსტიციის მინისტრმა გუშინ აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება უნდა დაჩქარდეს, რადგან იმის გამოძიება ჰააგის პროკურორს არ მოუწიოს.

"როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ჩვენი ხელისუფლებაც ობიექტურ სიძნელეებს აწყდება, რადგან არის ძალიან კომპლექსური, მრავალტომიანი, მრავალეპიზოდიანი და მრავამნიშვნელოვანი საქმე. ამ გამოძიებას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანოჭოთ, უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინ, ქვეყნის პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა გვარდებოდეს. არავინ არ ისურვებდა 2008 წლის აგვისტოს საქმე ჰააგის პროკურორმა გამოიძიოს. ეს საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულდებულებები ქვეყნის შიგნით შევასრულოთ, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ არ მოგვთხოვოს ამაზე ვინმემ პასუხი", - აცხადებს თეა წულუკიანი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა