ზუგდიდის გამგებელმა მრჩევლად 22 წლის ყოფილი კრუპიე დაინიშნა

ზუგდიდის გამგებელმა მრჩევლად 22 წლის ყოფილი კრუპიე დაინიშნა

ბოლო განახლება | ზუგდიდის გამგებელი მომხიბლავ თანაშემწეს იცავს: "თაკოს გარშემო უაზროდ აგორდა აჟიოტაჟი"

ზუგდიდის ახალმა მერმა ედიშერ თოლორაიამ მრჩევლად 22 წლის მომხიბვლელი თაკო ლაშხი დანიშნა და მას საკუთარი კაბინეტიც გამოუყო. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში გვერდი "ზუდგიდის სახეები" ავრცელებს და მუნიციპალიტეტის ახალი სახის  რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

როგორც გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზუგდიდის გამგეობის ახალგაზრდა კადრი ყოფილი კრუპიეა და მას კაზინოში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს.

"ედიშერ თოლორაიას, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ზუგდიდში აზარტული ბიზნესის განვითარების მხრივ მისცემს რჩევებს. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ითამაშებს და წააგებს, მით უფრო მეტი თანხა შევა რაიონის ბიუჯეტში და ეკონომიკა აყვავდება, მიიჩნევს მრჩეველი გოგონა. ისე ბატონ ედიშერს ზუგდიდელების სახელით ვკითხავდი, ქალაქს უამრავი დაუსაქმებელი პროფესიონალი ყავს და რატომ მოგინდათ პატარა გოგონას დასაქმება თქვენს მრჩეველად, რომელმაც სკოლა რამდენიმე წელია დაამთავრა. ჩვენ უფრო ჭკვიანი გვეგონეთ, 22 წლის ახალგაზრდის ჭკუაზე აპირებთ სიარულს", - წერს იუმორითა და სინანულით გვერდის "ზუდგიდის სახეები".

აღნიშნული გევრდის ადმინისტრაციის ცნობითვე, ედიშერ თოლორაიამ გამგეობა თავისი ნათესავებით გაავსო. "ეჰ, რას ვიზამთ ავირჩიეთ ახალი გამგებელი და მანაც თავისი ნათესავებით გაავსო გამგეობა" - აღნიშნულია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა