რუსი გენერალი - თბილისის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია

რუსი გენერალი - თბილისის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია

ჩემს ჯარებს თბილისის აღებაც შეეძლოთ, მაგრამ ამის ბრძანება არ გვქონია, - ამის შესახებ რუსმა გენერალმა, ანატოლი ხრულიოვმა "კამსამოლსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თბილისში შესვლის დავალება ჩემთვის არავის მოუცია. გენშტაბის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ასე ან ვინმეს ასეთი გამარჯვების შეეშინდა. თბილისამდე მივიდოდით, სულ რაღაც 70 კილომეტრი რჩებოდა. ერთი ნახტომი და იქ ვიქნებოდით, რა პრობლემაა", - განაცხადა რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა.

"კამსამოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში, გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი ხრულევმა ასევე აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს, ზუსტად ღამის 12 საათზე მას გენერალმა კულახმეტოვმა შეატყობინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაურეკა და უთხრა, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალოვან ოპერაციას იწყებდა.

ინტერვიუში რუსმა გენერალმა ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომში გამარჯვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ანატოლი ხრულიოვი 2008 წლის აგვისტოს ომის დრო ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიას მეთაურობდა.