კარლ ბილდტი - თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ

კარლ ბილდტი - თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს "ტვიტერზე" ეხმაურება.

"თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - დაწერა შვედმა მინისტრმა "ტვიტერზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის კლუბის წევრები უწოდა.

სწორედ ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა ის კრიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩიუსმა და კარლ ბილდტმა გამოთქვეს.

"ეს არის სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუნდაც ომი. ზოგიერთი მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის გაქცეული მთავარსარდალი და ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და მკაცრად შეაფასებს", - განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და რეალური დემოკრატიის დამკვიდრება და ის საუბრები, რაც გვესმის, მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა