მიხეილ სააკაშვილი: ვეუბნები ამ მთავრობას - ბევრი მეგობარი მყავს და რამე კარგში გამომიყენეთ

მიხეილ სააკაშვილი: ვეუბნები ამ მთავრობას - ბევრი მეგობარი მყავს და რამე კარგში გამომიყენეთ

ვეუბნები ამ მთავრობას – ბევრი მეგობარი მყავს და რამე კარგში გამომიყენეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინაში განუცხადა.

ქვეყნის ყოფილი პირველი პირი მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებსა და მათზე საქართველოს ხელისუფლების საპასუხო განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შეთავაზების მიღების ნაცვლად ხელისუფლება "თავს იჭრის". "ჩემი მეგობრები იყვნენ სარკოზი, ბილდტი, სხვა ევროპელი მინისტრები, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ყოფილიც და მოქმედიც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ა.შ. მართლაც ბევრი მეგობარი მყავს და ვეუბნები ამ მთავრობას – რამე კარგში გამომიყენეთ, თავს კი ნუ იჭრით იმით, რომ ბურჯანაძის დაკითხვით მიღებული ბრალდებებით აპირებთ ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრასთქო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა