სამთავრობო სკანდალი: პროკურატურასა და მარგველაშვილის უწყებას შორის საიდუმლო მიმოწერა და "სამი არა" პრეზიდენტს

სამთავრობო სკანდალი: პროკურატურასა და მარგველაშვილის უწყებას შორის საიდუმლო მიმოწერა და "სამი არა" პრეზიდენტს

ბოლო განახლება | პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროკურატურასთან მიმოწერის საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა (იხილეთ განცხადება სრულად).

პრეზიდენტმა საჯარო განცხადების შემდეგ უკვე მიიღო პასუხი პროკურატურისგან, რომელიც ვრცელ ოფიციალურ განმარტებაში ამბობს, რომ პრეზიდენტი მარვველაშვილი შეცდომაში შეიყვანეს, და პროკურატურას საიდუმლო მიმოწერა არ გაუსაჯაროებია.

გიორგი მარგველაშვილი მიმართვაში ნათქვამია, რომ იგი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აღასრულოს მისი ვალდებულება, რაც კანონის თანახმად, პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობის განხორციელებას გულისხმობს, თუმცა პრეზიდენტს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხიდან მოჰყვა მხარდაჭერა. უწყებამ მარგველაშვილს საჯაროდვე უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამჟღავნებული ინფორმაცია საიდუმლოების შემცველი არ არის, რის გამოც საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

იყო თუ არა პროკურატურის ქმედებაში კანონის საწინააღმდეგო ქმედება, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Ambebi.ge "საქართველოსახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დაუკავშირდა.  როგორც საია-ს იურისტმა, სოფო ჭარელმა განაცხადა მოცემული შემთხვევა არანაირ დეტალური ხასიათის ინფორმაციას არ შეიცავს და შესაბბამისად, პროკურატურის მიერ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ პრეზიდენტს კონკრეტულ საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის შესახებ წერილით მიმართა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას არ წარმოადგენს.

"მედიისთვის მხოლოდ ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება არანაირ საიდუმლოებას არ ამჟღავნებს. პროკურატურამ თქვა, რომ პრეზიდენტს მიმართა, მაგრამ არ ვიცით, რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი. შესაბამისად, მხოლოდ ის განცხადება, რომ საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტს რაღაც უცნობი ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებად - აქ არ ვსაუბრობთ არანაირ დეტალური ხასიათის ინფორმაციაზე – ხარჯებსა თუ სხვა საკითხებზე. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულს და არც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას", - აღნიშნა სოფო ჭარელმა.

მისივე განმარტებით, სხვა შემთხვევაა, როდესაც საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ხდება იქამდე, ვიდრე მას გრიფი "საიდუმლო" ადევს.

"სახელმწიფო საიდუმლოების უკანონოდ გამჟღავნება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი გასაჯაროება ხდება იქამდე, სანამ გრიფი მოეხსნება, რა თქმა უნდა, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ პროკურატურამ ინფორმაციის გასაჯაროება მოახდინა იქამდე, ვიდრე მას გრიფს მოხსნიდა, აქვს უფლება მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება. შსს-მაც უნდა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, მაგრამ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც არის ზოგადი ხასიათის, ძნელია იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გრიფით დაცულ რაიმე ინფორმაციას ეხება საქმე", - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

პროკურატურა, შსს, საია, - სამივე მათგანი კანონის განმარტებისას პრეზიდენტის პრეტენზიებს არ იზიარებს. დააკამაყოფილებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაკეთებული განმარტებები, დრო გვიჩვენებს...

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა