რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავარიას საქართველოში 2014 წელს - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავარიას საქართველოში 2014 წელს - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიების დროს ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში გარდაიცვალა. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს რეგისტრირებულია 180 გარდაცვლილი პირი, მათ შორის კახეთში – 22; ქვემო ქართლში – 19; შიდა ქართლში – 22; სამცხე-ჯავახეთში - 3; იმერეთსა და რაჭაში – 32; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 16; აჭარაში - 11; გურიაში – 2; თბილისში – 46; მცხეთაში - 7.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებაც ავრცელებს. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ რეგისტრირებულია 2557 ავტოსაგზაო შემთხვევა. მათ შორის კახეთში - 139, მცხეთაში - 75, ქვემო ქართლში - 204, შიდა ქართლში - 185, სამცხე-ჯავახეთში - 65, იმერეთსა და რაჭაში - 263, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 167, აჭარაში – 197, გურიაში - 16, თბილისში კი – 1246.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სულ 3635 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კახეთში - 188, ქვემო ქართლში - 319, იმერეთსა და რაჭაში – 388, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 269, აჭარაში -272, გურიაში – 24, თბილისში – 1609, მცხეთაში – 126, შიდა ქართლში – 306, სამცხე-ჯავახეთში კი – 134.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა