ციხეს კაცები უყვარს, ქათმებს კი ხოცავს! - ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ციხეს კაცები უყვარს, ქათმებს კი ხოცავს! - ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

გუშინ, 14 აგვისტოს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში კიდევ ერთხელ უარყო ყველა ის ბრალდება, რაც მას პროკურატურამ წაუყენა. სააკაშვილის ინტერვიუს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ლალი მოროშკინა.

"გუშინდელი ექსპრეზიდენტის ინტერვიუს მთავარი "მესიჯი"-"ბაბუს" ანდერძი იყო!

სააკაშვილი ევაჭრება ღარიბაშვილს!!!

პრემიერო, არ დათმო!!!

სააკაშვილის ინტერვიუ იყო ძალიან საშიში, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ჩემი პროგნოზი გამართლდა. ექს-.პრეზიდენტი ფსიქიური აშლილობის მდგომარეობაში იმყოფება. ბავშვობიდან მხდალი ნატურისთვის გაუსაძლისი გახდა ერთი რამ: გისოსების პერსპექტივა!

კლაუსტროფობიით დაავადებული სააკაშვილისთვის, ეს სიკვდილის ტოლფასი განსაცდელია, რომელსაც ის ვერ გადაიტანს.ციხეს კაცები უყვარს,ქათმებს კი ხოცავს!

გუშინდელი ინტერვიუს მთავარი "მესიჯი",შემდეგში მდგომარეობს:

მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ, ყველას კარგად გვესმის, რომ "ვარდების რევოლუციის"ერთ-ერთი შემოქმედი თავად გახლდათ.მაშინ, 2002 წელს, მან რევოლუციის ე.წ.ტრიუმვირატს პირობა დაუდო, რომ მიიღებდა სრულ ხელშეუხებლობას, არცერთი მისი ოჯახის წევრი არ დაზარალდებოდა და კლანი სრულად შეინარჩუნებდა ბიზნეს აქტივებს(საპიაროდ ადგილი ჰქონდა ინსცენირებას თითქოს შევარდნაძის სიძეს ჩამოერთვა ქონება)

და რაც მთავარია!!!

შევარდნაძის პირობა იყო-კრწანისის რეზიდენციის შენარჩუნება.

სააკაშვილის შეკითხვას, რას "მიაჭიჭინდი" ამ კრწანისსო, "ბაბუმ", როგორც ყოველთვის ბრძნულად უპასუხა:

"შენ, ერთ საპრეზიდენტო ვადას ვერ დასჯერდები, მეორეში კი საბედისწერო შეცდომებს დაუშვებ. დრო მოვა მიშიკო და შენ ქვეყნიდან გასაქცევად გექნება საქმე, შესაძლებელია დაგიჭირონ კიდევაც, და მაშინ შენს ხელში მთავარი "კოზირი" იქნება ის ფაქტი, რომ მე, ედუარდ შევარდნაძეს, დიქტატორს და "მტარვალს" როგორც ექს პრეზიდენტს შემინარჩუნე ძველი დიდება-ესაა დემოკრატია!!!ივაჭრე ამით!!!"

დიახ ეს ფანდი გამოიყება გუშინ მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერს პირდაპირ თხოვა "პირადი სივრცის" შენარჩუნება.

მაგრამ ღარიბაშვილს დემოკრატიისკენ მიმავალ კიბეზე, საფეხურების თავისებური ათვლა აქვს და ეს ამ შემთხვევაში გამართლებულია!

პ.ს. ესპანელი მზარეული, რომ არქიტექტორების პაკეტს მოყვება, ეს ნაცების ახალი ნოუჰაუა??? "- წერს მოროშკინა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა