მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნეს

მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნეს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ ტანსაცმელზე, რომელიც სახელმწიფო ხარჯებით არის ნაყიდი.

მთავრობის ადმინისტრაციას სააკაშვილის გარდერობის ნაწილი კურიერის მეშვეობით გაუგზავნეს.

ამასთან დაკავშირებული კადრები ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

რამდენიმე ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა