მიხეილ დარჩიაშვილი - გენერალური შტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრეზიდენტთანაც

მიხეილ დარჩიაშვილი - გენერალური შტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრეზიდენტთანაც

"თავდაცვის შესახებ" კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი იქნება.

"არის რიგი ცვლილებებისა, რომლებიც განხილვის პროცესშია. დაველოდოთ საპარლამენტო კომიტეტებში განხილვას. იქაც იქნება ინტენსიური დებატები აღნიშნულ კანონპროექტზე და შემდეგ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სრულ თავსებადობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ასევე, კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით, გაერთიანებული შტაბის უფროსს, პრეზიდენტის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრი დანიშნავს. თუმცა, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ასეთი ჩანაწერი არ არის და გენერალური შტაბის უფროსს ამტკიცებს ჩვეულებრივ პრეზიდენტი.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც, რომელამაც ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სპეკულაცია უწოდა.

რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა