სააკაშვილის პიჯაკები "დაპატიმრებულია" - ექსპრეზიდენტის შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო პატრულის განკარგულებაშია

სააკაშვილის პიჯაკები "დაპატიმრებულია" - ექსპრეზიდენტის შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო პატრულის განკარგულებაშია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ტანსაცემლი, კერძოდ, რამდენიმე პიჯაკი პატრულის განკარგულებაში გადავიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პატრულმა შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ლანა ღვინჯილიასგან გადაიბარა.

ღვინჯილიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ეს ნივთები მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფილი პრეზიდენტის დავალებით მიიტანეს, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა. მისივე თქმით, იყო დაპირისპირება ღვინჯილიასა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის, ღვინჯილია მათ ფიზიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს.

პიჯაკები და პალტო პატრულის განკარგულებაში მანამდე დარჩება, ვიდრე არ გაირკვევა, თუ ვის უნდა გადაეცეს ისინი.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები მიიტანა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა