"ეს არ არის ძონძების მაღაზია" - დაპირისპირების ამსახველი ვიდეო, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" აღაშფოთა

"ეს არ არის ძონძების მაღაზია" - დაპირისპირების ამსახველი ვიდეო, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" აღაშფოთა

სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლანა ღვინჯილიამ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ის პიჯაკები მიიტანა, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხებით შეიძინა.

ლანა ღვინჯილიას მიერ სამოსის მთავრობის კანცელარიაში მიტანას კანცელარიის თანამშრომლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. მისი თქმით, კანცელარია არ არის ძონძების მაღაზია და ღვინჯილიას ადგილის დატოვება მოსთხოვა. თანამშრომლის ამ ქმედებას სოციალურ ქსელებში გაღიზიანება მოჰყვა, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან.

Facebook/ გოგა ხაჩიძე:

"ეს არის დღევანდელი კანცელარიის "გმირი" - ნუკრი ლოლაძე.

მეტსახელად "ოე".

"ოე" იმიტომ დაარქვეს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურში რიგითებს ეგრე მიმართავდა.

დიდი ხანია მუშაობს, ჯერ კიდევ ნანული შევარდნაძის დაცვაში იყო.

სამსახურიდან ერთხელ უკვე გაგდებულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით - ქურდობისთვის", - ამბობს გოგა ხაჩიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა