რისი უფლება ექნება გიორგი მარგველაშვილს ომის დროს - "მისი ფუნქციები სულ ესაა..."

რისი უფლება ექნება გიორგი მარგველაშვილს ომის დროს - "მისი ფუნქციები სულ ესაა..."

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, ომის დროს მთავარსარდლის ფუნქცია მხოლოდ ერთსიტყვიან ბრძანებაში გამოიხატება და ესაა "იმოქმედეთ". როგორც თადუმაძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში განაცხადა, მთავარსარდლობა სიმბოლური ხასიათის წოდებაა.

"დღის წესრიგში, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქციების გადახედვა არ დამდგარა, გამომდინარე იქედან, რომ წოდება "მთავარსარდალი" სიმბოლური ხასიათისაა, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი ან მონარქი არის უმაღლესი მთავარსარდალი იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ომის შემთხვევაში გასცემს ერთადერთ ბრძანებას – ესაა ბრძანება შეიარაღებული ძალებითვის, რომელიც შეიძლება ითქვას, ერთსიტყვიანია: "იმოქმედეთ", - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე შეფასებით, მთავარსარდლის ფუნქციები კონსტიტუციურადაც და არაკონსტიტუციურადაც სულ ესაა.

"მას შემდეგ, რაც მთავარსარდალი გასცემს მოქმედების ბრძანებას, ის პირები, რომლებიც მოქმედებებს ახორციელებენ, ბუნებრივია, ანგარიშვალდებულნი არიან ბრძანების გამცემთან. სულ ეს არის მთავარსარდლის ფუნქციები კონსტიტუციურადაც და არაკონსტიტუციურადაც, ანუ ზოგადად. ამასთან, რამდენიმე მაგალითი შემიძლია გითხრათ: გერმანიის პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ომიანობის შემთხვევაში ეს ფუნქცია გადადის კანცლერზე", - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ მოდელისკენ მიდის თუ არა საქართველო, განმარტა: "ეს არის ზოგადად მთავარსარდლის მოდელი. არ არსებობს სხვა მოდელი."

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა