აფეთქება აფხაზეთში - ტერაქტი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

აფეთქება აფხაზეთში - ტერაქტი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას სახლის ეზოში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, რაულ ლოლუას განცხადებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ჯერ უცნობია.

24 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოთხი კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშიბა და მერაბ ქიშმარია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა