ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ირაკლი ღარიბაშვილსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, სატელეფონო საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-ს უელსის სამიტი.

ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის საქართველოს სავარაუდოდ ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა