ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მიმართა, უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მიმართა, უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას უკრაინის "მაქსიმალურად დახმარების" დავალებას აძლევს. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

"კარგი იქნება, თუ ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს. მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინეთ", - მიმართა პრემიერმა მინისტრებს.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში გამგზავრების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით დაინტერესდა და მისგან ინფორმაციაც მოისმინა.

"მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. შევთანხმდით, რომ ადგილზე ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც საჭიროებების შეფასებას გააკეთებდა. გადავწყვიტე, რომ პირადად ჩავსულიყავი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. დილით ადრე კიევში ვიქნებით და შევუდგებით მუშაობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელიც უკრაინაში ხვალ მიემგზავრება.

პრემიერის მოწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადურმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. "დღეს საღამოს საქართველოში ჩამოდის უკრაინის ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო სამსახურის, ასევე საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელიც 4 დღის განმავლობაში იმუშავებს ჩვენთან. ძირითადად აჭარაში იქნებიან, გაეცნობიან ჩვენს გამოცდილებას", - აღნიშნა ხადურმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა