თინა ხიდაშელი - მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც აფხაზეთში ლიდერის პოზიციაზე იქნება

თინა ხიდაშელი - მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც აფხაზეთში ლიდერის პოზიციაზე იქნება

ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხიდაშელი აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და კონსტიტუციური.

"თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ ხაზგასმით თქვა, ზუსტად ისე, როგორც ყველა ხელისუფლებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება. ინადან საუბარს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამრიგად, ის არ არის ჩვენთვის პრეზიდენტი, არჩევნების შედეგად მოსული ლიდერი, თუმცა იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის ლეგიტიმური ლიდერია. შესაბამისად, ის არის მხარე, რომელთანაც ნებისმიერ დიალოგში, ჟენევის ფორმატში თუ სხვა, ქართული მხარე მზად არის, ისუბროს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, მარიონეტის ძახილი არავის ღირსებას არ სძენს, რადგან იმის მიუხედავად, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ის არის მხარე, რომელსაც უნდა ველაპარაკოთ.

"სანამ ქართული სახელმწიფო იმ ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ მხოლოდ რუსეთს უნდა ელაპარაკოს და მხოლოდ მოსკოვთან უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ამ პრობლემების წინაშე ვიდგებით. აფხაზეთის არც ერთი ე.წ. ხელისუფლება არც ერთხელ მარიონეტად არ მომიხსენებია, რადგან ხუთი კაცის ლიდერიც რომ იყოს, იმ ხუთი კაცის ლიდერია და, შესაბამისად, არ იმსახურებს ასეთ ტერმინებს. ქართულ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, აირჩიოს ვის ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს. ქართული სახელმწიფო უნდა ელაპარაკოს იმათ, ვისაც იმ ფორმის და იმ ტიპის ლეგიტიმაცია აქვს, რაც დღეს მიიღო რაულ ხაჯიმბამ", - განაცხადა ხიდაშელმა.

აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა. ”არჩევნებში” რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა