საქართველოში 6 წლის განმავლობაში კანონიერად მცხოვრები უცხოელი მუდმივად ცხოვრების უფლებას მიიღებს

საქართველოში 6 წლის განმავლობაში კანონიერად მცხოვრები უცხოელი მუდმივად ცხოვრების უფლებას მიიღებს

ის უცხოელი, ვინც 6 წლის განმავლობაში კანონიერად იცხოვრებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, შეეძლება მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამარტივებული წესით მიენიჭებათ მუდმივი ცხოვრების უფლება ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ.

წულუკიანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ამას ითხოვს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირთან, პირველი სექტემბრიდან, საქართველოს საზღვრებზე არ გაიცემა ვიზები.

"ამიტომ უცხოელებმა წინასწარ უნდა აიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა