NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს

პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს და მას 60 პროცენტი აქვს. კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით, ხოლო მესამეზე დავით უსუფაშვილი - 51%-ით.

მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე, 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.

როგორც "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში, ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი 67%-ს შეადგენდა, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს.

2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი რეიტინგი, რომელსაც აპრილში ჩატარებულ კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა; დავით ნარმანიას მოწონების რეიტინგი გაზრდილია სამი პროცენტით. მას აპრილში 41% ჰქონდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა