NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი გაიზარდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი გაიზარდა

NDI-ის კვლევების მიხედვით, გიორგი მარგველაშვილისა და დავით ნარმანიას გარდა, მოწონების რეიტინგში ყველა პოლიტიკოსის რეიტინგი შემცირებულია.

საქართველოს პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი ორი პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო დავით ნარმანიასი - ოთხი პროცენტით.

NDI-ის კვლევების თანახმად, აპრილის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას რეიტინგი 7%-ით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი - 10%-ით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის რეიტინგი – 10%-ით.

NDI-მ დღეს გამოაქვეყნა პოლიტიკური რეიტინგები, რომლის მიხედვითაც მოწონების რეიტნგში პირველი ადგილზეა ირაკლი ალასანია 60%-ით, შემდეგ მოდიან ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით და დავით უსუფაშვილი - 51%-ით. მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზეა 48%-ით დავით ბაქრაძე. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, ასევე 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.

როგორც "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში პატრიარქის მოწონების მაჩვენებელი 96%-ს შეადგენდა, ირაკლი ალასანიას – 67%-ს, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა