გამოკითხვის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა ცალკეულ სფეროებთან მიმართებაში საშუალოდ ფასდება

გამოკითხვის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა ცალკეულ სფეროებთან მიმართებაში საშუალოდ ფასდება

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცალკეულ სფეროებთან მიმართებაში "საშუალოდ" აფასებს.

უფრო კონკრეტულად, ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებაში პრემიერის საქმიანობა დადებითად, საერთო ჯამში, 25%-ის მიერ ფასდება (აქედან 2% მოდის კატეგორიაზე "ძალიან კარგად", 23% - კატეგორიაზე "კარგად"), "საშუალოდ" ფასდება 55%-ის მიერ, "ცუდად" - 8%-ის მიერ, "ძალიან ცუდად" 2%-ის მიერ. დანარჩენ შემთხვევებში კი რესპონდენტებმა კითხვაზე პასუხი ან არ იციან, ან პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით პრემიერის საქმიანობას, მას დადებითად 19% აფასებს, საშუალოდ – 57%, უარყოფითად - 10%.

სხვა სფეროებთან მიმართებაში აღნიშნული რეიტინგი ასე გამოიყურება: განათლება: დადებითად - 19%, საშუალოდ – 57%, უარყოფითად - 12%; უმცირესობის უფლებები: დადებითად - 17%, საშუალოდ - 55%, უარყოფითად - 10%; ეროვნული უსაფრთხოება: კარგად - 16%, საშუალოდ – 56%, უარყოფითად - 12%; ციხეები: დადებითად - 17%, საშუალოდ - 50%, უარყოფითად _ 13%; სოფლის მეურნეობა: დადებითად – 15%, საშუალოდ - 55%, უარყოფითად - 17%; კრიმინოგენული მდგომარეობა: დადებითად - 15%, საშუალოდ - 52%, უარყოფითად - 19%, რუსეთთან ურთიერთობა: დადებითად - 13%, საშაულოდ - 54%, უარყოფითად 19%; ტერიტორიული მთლიანობა: დადებითად – 14%, საშუალოდ – 51%, უარყოფითად - 24%.

აღშანიშნავია, რომ დადებითად შეფასების კრიტერიუმის ქვეშ გაერთიანებულია "კარგად" და "ძალიან კარგად" კატეგორიები, ხოლო უარყოფითად შეფასებაში - "ცუდად" და "ძალიან ცუდად".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა