NDI-ის კვლევის მიხედვით, შალვა ნათელაშვილს მიხეილ სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს

NDI-ის კვლევის მიხედვით, შალვა ნათელაშვილს მიხეილ სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონს - ასეთი პასუხი გასცეს რესპონდენტებმა კითხვას, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მიხეილ სააკაშვილი.

გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონს.

გამოკითხულთა 38% "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსწონს, ხოლო 31% არ მოსწონს.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა 22% მოსწონს, ხოლო - 47% არ მოსწონს.

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა მოსწონს გამოკითხულთა 21%-ს, 53%-ს არ მოსწონს.

ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოკითხულთა 16%,-ს მოსწონს, ხოლო 55%-ს არ მოსწონს.

კვლევა საქართველოში 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა, სულ გამოიკითხთა 3 338 ადამიანი.

NDI-ს კვლევის შედეგები იხილეთ თეგზე #NDI

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა