გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

NDI-ის გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხულთა 31%-მა სწორი პასუხი გასცა, 13%-მა კი - არასწორი.

კითხვაზე, აქვს თუ არა თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს ბიურო თქვენს რეგიონში, გამოკითხულთა 53%-მა არ იცის, 35%-მა უპასუხა დიახ, არა-12%.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი, სწორი პასუხი უფრო მეტმა, 45%-მა გასცა, მხოლოდ 8%-მა გასცა არასწორი პასუხი და გამოკითხულთა 46% არ იცნობდა თავის მაჟორიტარს.

NDI-ის მორიგი კვლევის ფარგლებში 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3338 ადამიანი გამოიკითხა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა