რუსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა, შეიარაღებული ძალები შექმნან

რუსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა, შეიარაღებული ძალები შექმნან

რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა შესაძლოა, კოლექტიური შეიარაღებული ძალები შექმნან. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

"აფხაზეთისა და რუსეთის კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნის გეგმების რეალიზაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ბევრ პრობლემას გადაჭრის. კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნა ნორმალური პროცესია. ჩვენ გვყავს ჩვენი ჯარი, არის რუსული სამხედრო ბაზა. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა კოორდინაციული მოქმედებებისთვის", - განაცხადა ხაჯიმბამ და იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარეც დაინტერესდება აღნიშნული პროექტით.

"ვფიქრობ, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება", - დასძინა ხაჯიმბამ, რომელიც გუშინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ჩასვლას 25 სექტემბრის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგაც გეგმავს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა