მაია ფანჯიკიძემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო

მაია ფანჯიკიძემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუმინეთიდან თავის მოლდოველ და რუმინელ კოლეგებთან ერთად ეხმაურება.

"ვიზიარებ ჩემი კოლეგების შეშფოთებას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი და ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინისადმი, დავგმო სამხედრო აგრესია და ყირიმის ანექსია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და აგრესიას და შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებით, რის გამოც რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, უკრაინის პრეზიდენტმა გააუქმა თურქეთში ვიზიტი და კიევში დარჩა. ეს საგანგაშო ამბავია, თუმცა სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიმედოვნებ, რომ ნაპოვნი იქნება გამოსავალი ამ ძალიან რთულ ვითარებაში, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს რეგიონს ეხება. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩემი და ჩემი ქვეყნის სახელით უკრაინელ ხალხსა და უკრაინის ხელისუფლებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა