პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც საღ-სალამათი ვერ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი

პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც საღ-სალამათი ვერ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის", - ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით "უკრაინელ პატრიოტებად" გახდომისკენ მოუწოდებს.

"დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ბევრად ფართომასშტაბიანი და ახალი ეტაპი. ბოლო რამდენიმე საათი გავატარე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის დონბასის გუბერნატორთან, სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. მათ ვუზიარებდი იმ გამოცდილებას, რომელიც, სამწუხაროდ, დააგროვა საქართველომ ბოლო წლებში რუს დამპყრობელთან ურთიერთობისას. მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკული, გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის ის ეტაპი, როცა წყდება უკრაინის, საქართველოს, მთელი რეგიონის ბედი, ევროპის ბედი და ევროპის მომავალი, მსოფლიო წესრიგის მომავალი".

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის საღსალამათი გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა".

"ბოლო დღეებში ვნახე ბევრი მეგობარი, ახლობელი, რომელიც ერთ-ერთი საშიში დაავადების მატარებელთა მიმართ სოლიდარობას თავზე წყლის გადასხმის აქციით გამოხატავდა. მესმის, რომ ყველა დაავადებას უნდა მკურნალობა, მაგრამ ქართველებისთვის დღეს ყველაზე საშიში დაავადება არის რუსული იმპერიალიზმი და უფრო მეტი მონდომებით უნდა ვიპოვოთ ფორმა მის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის. ყველამ ჩვენთვის უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა დავდგეთ ამ გმირული, მებრძოლი ერის გვერდზე, რადგან ესაა ჩვენი ბრძოლაც. ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის საღსალამათი გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა. მისი მარცხი ეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი მიტაცებული მიწების დაბრუნება, ეს იქნება ჩვენი ხალხის მომავალი, ჩვენი ევროპული არჩევანის შეუქცევადობა, ეს იქნება ჩვენი შვილების დაცულობა, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა