ირაკლი ღარიბაშვილი - აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ირაკლი ღარიბაშვილი - აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში "პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, დაამყაროს წესრიგი, უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერის განცხადებით საჭიროა, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ და სტაბილურობამ.

"კიდევ ერთხელ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არსებული რთული მდგომარეობის დაძლევა უკრაინაში", - აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა