როგორ დაეხმარება საქართველო უკრაინას - ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი გეგმა

როგორ დაეხმარება საქართველო უკრაინას - ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი გეგმა

ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება. იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა