დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დადასტურებული რაიმე სახის ინფორმაცია არ მიგვიღია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მიხედვითაც ალყაში მყოფ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია.

"როგორც მე, ასევე უკრაინაში საქართველოს ელჩი, რა თქმა უნდა ვინტერესდებით საქართველოს მოქალაქეების ბედით. ქართველი მებრძოლების შესახებ დადასტურებული რაიმე სახის ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ცალსახა რეკომენდაცია არის, რომ ისინი გაერიდონ საფრთხის არეს და დატოვონ ის ადგილები", - აცხადებს სერგეენკო.

ალყაში მყოფი ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ უკრაინაში საქართველოს საელჩოში. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ განუცხადა, საელჩოში ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ცნობილია, რომ რაღაც რაოდენობა ქართველები უკრაინაში იბრძვიან, მაგრამ ვინმეს ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაცია საელჩოს არ აქვს.

სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალყაში მოქცეულ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ქართველი იბრძვის. დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში უკრაინელი სამხედროების კოლონა, რომელიც მოხალისეეებისგან შედგება, ტერორისტების ალყის გარღვევას შეეცადა თუმცა, კვლავ ალყაში მოექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "დონბასის" ბატალიონის მეთაური სიმიონ სემენჩენკო ავრცელებს.

"ალყიდან გამოსვლისას ჩვენი მებრძოლები კვლავ ალყაში მოექცნენ", - დაწერა ბატალიონ "დონბასის" მეთაურმა "ფეისბუქზე".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა