"ძალიან დიდი საფრთხე და საშიშროებაა" - საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

"ძალიან დიდი საფრთხე და საშიშროებაა" - საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მზად არის, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაბამისი დამხარება გაუწიოს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ განაცხადა, დონეცკის და ლუგანსის ოლქებში ძალიან რთული სიტუაციაა.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ იმ ადგილას, სადაც ამჟამად საომარი ვითარებაა, ტერიტორია დატოვონ.

"ძალიან დიდი საფრთხეა, ძალიან დიდი საშიშროებაა. იცით, რომ დროებით დავხურეთ ჩვენი საკონსულო დონეცკში და თანამშრომლები გამოვიყვანეთ.

გასაგებია, იქ ადამიანებს თავისი ბიზნესები აქვთ, ან სამუშაო პირობები ჰქონდათ და რაღაცის დაკარგვა ენანებათ, მაგრამ სიცოცხლის დაკარგვაზე ძვირფასი მე მგონი არაფერი არ არის.

ცხელი ხაზი საელჩოში საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენს თანამემამულეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ", - განაცხადა უკლებამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა