მე დამიკეტეთ საზღვარი, კოსტუმების ყიდვისთვის- მიხეილ სააკაშვილი სარფის საბაჟოზე

მე დამიკეტეთ საზღვარი, კოსტუმების ყიდვისთვის- მიხეილ სააკაშვილი სარფის საბაჟოზე

მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის რაც ხდება ამ საბაჟოში, არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება საქართველოში.

"ბოლო 1 წლის განმავლობაში ბათუმში არ დაწყებულა არც ერთი ახალი დიდი პროექტი, ყველაფერი რაც აშენდა, აშენდა იმის წინ, 4-5 წელიწადში. გული მიკვდება, გახეთქვაზე მაქვს, როდესაც ყოველდღე მესმის მკვლეობაზე, კრიმინალზე, ძალადობაზე. იყო დრო მე დავდიოდი სარფში, რამდენჯერმე მოვხსენი მთელი საბაჟო შემადგენლობა ასეთი რაღაცეებისთვის. მერე შევქმენი სისტემა, რომელიც გამორიცხავდა რიგებს, კორუფციას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს სიტემა არ უნდა მიდიოდეს უკან, არ უნდა გაუარესდეს ის რაც გაკეთდა. გაბრაზებული ვარ, ხალხს არ უშვებენ საზღვარზე. კარგი მე დამიკეტეთ საზღვარი, კოსტუმების ყიდვისთვის, ეს ხალხი გამოდის თავის პატარა ბავშვებისთვის ახალი სასწავლო წელისთვის აქ ყიდულობენ უფრო იაფად პროდუქციას, ახლა უნდა გამოეცვალათ საბაჟოზე პროგრამა? - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა არის დრო, როდესაც ყველაფერი პარტიულ ლოგიკაზე მაღლა უნდა დადგეს.

არ მომწონს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ასე დაკნინდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს  თურქეთში განაცხადა.

"მე არ მომწონს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ასე დაკნინდა. არ მომწონს, რომ თავდაცვის მინისტრი ასე დააკნინეს, არ მომწონს რაც ხდება არმიაში და სამხედრო წარმოებაში, აქ პიროვნებეში არ არის საქმე. შეიძლება ხვალ გამოვიდნენ გამლანძღონ, მაგრამ რაც უნდათ ის უქნიათ. ინსტიტუტი არ უნდა კნინდებობდეს, მაგ პიროვნებებს ნამდვილად არ ვესარჩლები", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, არც თავდაცვის მინისტრს და არც პრეზიდენტს არ უნდა ეპყრობოდნენ ისე, როგორც ეპყრობიან.

"რაც მთავარია საკუთარ ხალხს არ უნდა ეპყრობოდნენ ასე, ჩვენი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა