მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

"მიხეილ სააკაშვილზე, როგორც იცით, გამოცხადებულია შიდა ძებნა და პარალელურ რეჟიმში პროკურატურის შესაბამისი სამართლებრივი თხოვნის საფუძველზე, დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები საერთაშორისო ძებნაზე ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილი გუშინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა