ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლისშემძლე პირი

ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლისშემძლე პირი

საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე კონსტიტუცია კარგად გამოიყურებოდა, პრაქტიკაში ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობის არავითარი რეალური კონტროლი არ ხორციელდებოდა.

"დღეს საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი. შეტანილია, განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები. კომიტეტებში ტარდება მოსმენები და მინისტრებთან შეხვედრები მათი საქმიანობის მკაცრი განხილვის თანხლებით. ძველი, ნოტარიალური ტიპის საქმიანობა პარლამენტში ისტორიას ჩაბარდა. პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლისშემძლე პირი. ძალაუფლების გადანაწილება აუცილებელი იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფილი განვითარებისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა