საქართველო უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს რუსეთის მხრიდან აგრესიის კვალიფიკაციას აძლევს

საქართველო უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს რუსეთის მხრიდან აგრესიის კვალიფიკაციას აძლევს

ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინელ კოლეგებთან ძალიან ინტენსიური კონტაქტი აქვთ.

"მე რამდენიმე დღის წინ უნდა შევხვედროდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, მაგრამ ეს იყო სწორედ ის დღე, როდესაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა და ამიტომ რუმინეთში ეს შეხვედრა ვერ შედგა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო უკრაინაში. მან ძალიან სერიოზული ინფორმაცია ჩამოიტანა იქიდან და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, რიტორიკას რაც შეეხება, არ არსებობს არც ერთი განცხადება საქართველოს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის, თუ მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არ იყოს დაფიქსირებული საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში.

"საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გმობს ყირიმის ანექსიას და გმობს იმ საომარ მოქმედებებს, რომელიც ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლეთში და მას აძლევს რუსეთის მხრიდან აგრესიის კვალიფიკაციას. არ ყოფილა არც ერთი განცხადება, რომელშიც არ ყოფილიყო მკაცრად შეფასება მიმდინარე მოვლენების და ჩვენი განცხადებები არის აბსოლუტურ თანხვედრაში ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორების განცხადებებთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა