ომარ ნიშნიანიძე - ოპოზიციონერ კოლეგებს "ბილობილი" და დიდი ცოცხი სჭირდებათ

ომარ ნიშნიანიძე - ოპოზიციონერ კოლეგებს "ბილობილი" და დიდი ცოცხი სჭირდებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ფიქრობს, რომ მის ოპოზიციონერ კოლეგებს "ბილობილი" და დიდი ცოცხი სჭირდებათ.

"თუ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირს სკლეროზი, ძალიან სცდებით. ეს თქვენ უფრო გჭირთ სკლეროზი. ჩემი წინადადებაა, იქნებ ჩემი ხელფასის ხარჯზე ერთი პარტია "ბილობილი" შემოვიტანოთ და ვასვათ ამათ. ნებით არ მიიღებენ, მაგრამ გავაღებინოთ პირი და ჩავუდოთ პირში. ერთი კარგი დიდი ცოცხი მართლა საჭიროა. მაგ საქმისთვის არა, თქვენ რომ გაიფიქრეთ. დიდი ცოცხი საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ ჩაგცოცხოთ მართლაც, როგორც თავის დროზე მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი ჩაცოცხეთ. თქვენ ხართ თვით პოლიტიკურ სანაგვეზე გადასაყრელი და ჩასაცოცხი, ჩემო კარგებო", - აღნიშნული განცხადება ომარ ნიშნიაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლების პასუხად გააკეთა.

მან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ქართული ანდაზა "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა" შეახსენა და მიმართა, რომ უკრაინას მათი რჩევები არაფერში სჭირდება.

ნიშნიანიძის განცხადებას უმცირესობამ ტაშით უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი დაინტერესდა, "ბილობილის" შეძენას სჭირდება თუ არა რეცეპტი.

ნიშნიანიძეს მიმართა აკაკი მინაშვილმა. "მე მგონი, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული ფაქტობრივი უმრავლესობის ლიდერი, გენიოსი ნიშნიანიძე კიდევ ვერ მიხვდა, რომ ცარიელი ადგილია და მას არავინ უსმენს, ამიტომ ტყუილად იჭაჭება ამ ოთხშაბათის გამოსვლებში", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა