"მოქალაქე" განცხადებას ავრცელებს

"მოქალაქე" განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტრი ნიკოლოზ ჩხეტიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ტექსტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასა და სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებულ მდგომარეობაზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია და საქმე გვაქვს პროვოკაციულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც საზოგადოების დეზინფორმირებაა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ არასამთავრობო ორგანიზაციაში "მოქალაქე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის სახელით დღეს განცხადება გავრცელდა, სადაც ხელისუფლების პირველი პირების კრიტიკაა, უარყოფითად არის შეფასებული 2012 წლის ბოლოს გამოცხადებული ამნისტია და 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა