"ბევრად მეტს ვაპირებთ, ვიდრე მან ჩამოთვალა" - გიგა ბოკერიას "აღიარებითი ჩვენება" ალექსანდრე ჭიკაიძეს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"ბევრად მეტს ვაპირებთ, ვიდრე მან ჩამოთვალა" - გიგა ბოკერიას "აღიარებითი ჩვენება" ალექსანდრე ჭიკაიძეს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციის ფარგლებში იმაზე მეტ გააკეთებს, ვიდრე ალექსანდრე ჭიკაიძემ ხელისუფლების შესაცვლელად ჩამოთვალა", - ასე ეხმაურება გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიცემულ დავალებებსა და მათი მხრიდან "ხელისუფლების ხელში ჩაგდების" გეგმას ეხება.

როგორც ბოკერიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებთან დაკავშირებით ალექსანდრე ჭიკაიძემ ჩამოთვალა, კონსტიტუციური ნაბიჯებია.

"მისი განცხადება იყო, რომ ვაპირებთ პოლიტიკურ აქტიურობას იმისთვის, რათა ხელისუფლება შევცვალოთ და მან აბსოლუტურად კონსტიტუციური ნაბიჯები ჩამოთვალა. მინდა, სრულიად შეგნებულად მივცე აღიარებითი ჩვენება: მართლაც, ბევრად მეტს ვაპირებთ, ვიდრე მან ჩამოთვალა, ბუნებრივია, კონსტიტუციის ფარგლებში და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ეს ბრძენი კაცი ჭიკაიძე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, სწორედ იმას განასახირებს, რაც არის შესაცვლელი", - განაცხადა გოგა ბოკერიამ.

ასევე იხილეთ | "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება" - შს მინისტრის სკანდალური ინტერვიუ სააკაშვილის საიდუმლო თათბირებსა და სამოქმედო გეგმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა