"ურთიერთობა გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში" - პრეზიდენტი ივანიშვილის და მთავრობის კრიტიკას პასუხობს

"ურთიერთობა გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში" - პრეზიდენტი ივანიშვილის და მთავრობის კრიტიკას პასუხობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. როგორც პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი გუნდის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, მას არც ერთ მომენტში არ ჰქონია მცდელობა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული ნაბიჯი გადაედგა.

"არის გარკვეული გახშირებული კრიტიკა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის, არსებული რამდენიმე პრობლემური საკითხიდან გამომდინარე. მინდა ვუპასუხო იმ კრიტიკას, რომელიც ჩემს მიმართ მოდის აღმასრულებელი გუნდის გარკვეული წარმომადგენლებისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და დავარწმუნო ყველა, რომ აქ არ არის პიროვნული დაპირისპირება, აქ არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, აქ არის ძალიან პრინციპული მცდელობა პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რეალურად საქართველოში ჩამოაყალიბოს ფუნქციონირებადი დემორკატია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ინსტიტუტი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ან სასამართლო ასრულებს თავის მოვალეობას და ვალდებულებას. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარეობს. მე არც ერთ მომენტში არ მქონია მცდელობა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული ნაბიჯი გადამედგა. ჩემი ყველა მცდელობა ამოდიოდა და მთავრდებოდა იმით, რომ განვაგრძო მცდელობა, გავაძლიერო ყველა ინსტიუტი ერთნაირად და ერთი რეჟიმით", - აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, დაპირისპირება რომელიც მასსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებობდა, "გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა