მარგველაშვილი: ვერავინ მომიტანს მაგალითს, როდესაც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას ხელი შევუშალე

მარგველაშვილი: ვერავინ მომიტანს მაგალითს, როდესაც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას ხელი შევუშალე

მე ვერავინ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, როდესაც აღმასრულებელ, თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას ხელი შევუშალე საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი კრიტიკისადმი საპასუხოდ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის, რაც დაპირისპირებად ფასდება, რეალურად კონკრეტული ინსტიტუტის მიერ პოლიტიკის დამოუკიდებლად განხორციელებაა.

"მე ვერავინ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, რომ იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება, ხელი შევუშალე საქმიანობის განხორციელებაში. ვერავინ, ვერც ერთ მაგალითს ვერ მომიტანს. ჩვენ ვდგავართ დემორკატიის მშენებლობის გზაზე. ეს რთული გზაა - როდესაც ამ გზაზე რომელიმე ინსტიტუტი პოლიტიკას დამოუკიდებელ, თავის მანდატის მიხედვით ახორციელებს, ეს ხშირად არის აღქმული, როგორც დაპირისპირება, მაგრამ ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის დემოკრატია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, დემოკრატია რთულია და ხშირად ცხოვრებაში ძალიან რთული განსახორციელებელია, მაგრამ მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ "ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა