გიორგი მარგველაშვილი - ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი

გიორგი მარგველაშვილი - ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი

ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას.

მარგველაშვილის მტკიცებით, მისი მთავარი ღირებულებაა შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულება.

"ინტერვიუს ვერ შევაფასებ, არ მინახავს, მაგრამ ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი. პრეზიდენტს არ აქვს არავითარი კონკურენცია. პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილებები, რომელთა აღსრულება ჩემი ვალდებულებაა და მე მათ აღვასრულებ. თუ იქნება ასეთი პრობლემური მომენტები, რომ შეიქმნება პრობლემა ჩემს ვიზიტებთან დაკავშირებით და ა.შ, ჩემი აზრით, ეს ის არის, რაშიც ვცხოვრობთ. უფრო მაღალი ღირებულება უნდა იყოს ის, რომ შევასრულოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. მე ამ ვითარებაში არსაითკენ არ ვქაჩავ, ასე ვთქვათ, საბანს, იმიტომ, რომ მე არც მინისტრების დანიშვნა მჭირდება და არც არავის პოლიტიკურ გუნდს არ ვწევ წინ, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანს, ეს იქნება შენარჩუნებული და ესაა ჩემი ვალდებულება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს".

ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა