მარგველაშვილი: "ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, ცალმხრივ ინფორმაციებს იღებს"

მარგველაშვილი: "ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, ცალმხრივ ინფორმაციებს იღებს"

ბატონი ბიძინა, სამწუხაროდ, ცალმხრივ ინფორმაციებს იღებს, - ასე ეხმაურება პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყანაა და ამის გათვალისწინებით, გაეროში მთავრობის მეთაური უნდა გაემგზავროს.

"საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. საქართველო არის ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკებში კი პრეზიდენტებს, ჩვეულებრივ, ნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება კიდევ წიაღსვლები მოხდეს და საზოგადოებამ ნათლად ჩახედოს მარტივ ჭეშმარიტებებს და არ ილაპარაკოს ამ თემებზე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მით უმეტეს ეს თემები რეალური არ არის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მტკიცებით, ვალდებულებებში, რასაც ახორციელებს, არ არის პოლიტიკური შინაარსი.

ამავე თემაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა