ბოლოში დააკლდა მიწერა, "რომელი უბნელი ხარ ბიჭო?!" - ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტს იცავს

ბოლოში დააკლდა მიწერა, "რომელი უბნელი ხარ ბიჭო?!" - ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტს იცავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ცდილობენ , - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში სტუმრობისას პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ალექსი პეტრიაშვილის გუშინდელი განცხადება მიუღებელია. "პრეზიდენტი არავის უპირისპირდება. ერთი კვირის წინ ისინი უელსში იყვნენ ნატოს სამიტზე. სად დაინახეთ იქ დაპირპისპირება?! მანამდე წარადგინა "ქართული ოცნების" მთავრობა, ყოველგვარი კორექტირების და შენიშვნების გარეშე. ნებისმიერი მინისტრი ამ თემას განიცდის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ თავისი ადგილი დაიმკვიდრონ, გაიმაგრონ, ბიძინასთან ახლოს იყვნენ და მოაწონონ თავი. ესენი არიან ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე. გუშინდელი ეპისტოლარული მიმართვა პეტრიაშვილის როგორც ჩანს დასწრება იყო ბიძინას ინტერვიუსი. ასე სახელმწიფო მინისტრი პრეზიდენტს არ უნდა ეურთიერთებოდეს. საქმის გარჩევის ელემენტები იყო, ბოლოში დააკლდა მიწერა, რომელი უბნელი ხარ ბიჭო. ეს არასერიოზულია, ალექსი პეტრიაშვილმა იცის ეს ყველაფერი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ალექსი პეტრიაშვილმა გუშინ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტისა და პრემიერის წასვლის შესახებ დაწერა: "პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროზე ისრების გადაყვანას და ხელების შეწმენდას თავი დაანებოს ყველამ! ერთ წელიწადში ერთდროულად ასოცირების შეთანხმებაზე და გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტზე, ქვეყანაში 6 ქვეყნის პრეზიდენტის, 20-ზე მე საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მდივნისა და მინისტრების ვიზიტებზე, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოსტზე დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში აშშ-ში და გერმანიაში, ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირში და კიდევ ორმხრივ ფორმატში განხორციელებულ ვიზიტებზე უკეთესი შედეგი დადეთ - ვიმეორებ, ერთ წელიწადში, უფრო მაგარი მიღწევები გვაჩვენეთ და პირველი ვიქნები, ვინც ამას ხმამაღლა დავაფასებ და ტაშს დავუკრავ! ეტა რაზ!

ახლა კი მათ საყურადღებოდ, ვითომ რომ ვერ ხვდებიან და გულუბრყვილოდ სახეებით კითხულობენ: "რა დაშავდება, რომ წავიდეს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე? რა, კლიმატური ცვლილებების სამიტი უმნიშვნელო ღონისძიებაა? დაშავდება. ჩვენი ქვეყანა რომ 194-ში ამ უცნაურობით გამოირჩევა ყველა გაიგებს, თუ უკვე არ იცის, და დაიცინება, დაშავდება.

ერთი საქართველოდან გენერალურ მდივან ბან კი მუნთან ორი შეხვედრის მოთხოვნით რომ გაეროს სამდივნოში დავიცინებით, მაგრად დაშავდება.

ერთ შენობაში ორი დელეგაციით გადაადგილება, ორი ლოგისტიკა, ორი უსაფრთხოება შაყირის და იმავდროულად წუხილის საგანი რომ გახდება, დაშავდება".

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა