დავით უსუფაშვილი: რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში სწორ დროს ელოდება

დავით უსუფაშვილი: რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში სწორ დროს ელოდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოსლოში პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონურმა მხარემ უელსის სამიტის დროს.

უსუფაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ევროპული საბჭოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ტუსკის ახალ თანამდებობას, არამედ პოლონეთის, როგორც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოთამაშის როლს.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მთლიანად კონცენტრირებულია უკრაინაზე, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში სწორ დროს ელოდება. პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა როგორც პოლონეთის, ასევე მთლიანად ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივები.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა