უსუფაშვილი სააკაშვილის დევნაზე - უმრავლესობა და ოპოზიცია კრიმინალებისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს

უსუფაშვილი სააკაშვილის დევნაზე - უმრავლესობა და ოპოზიცია კრიმინალებისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოსლოში, ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზე ისაუბრა.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "უმრავლესობა და ოპოზიცია არ უნდა იყოს თავშესაფარი კრიმინალებისთვის".

"ხაზგასმით უნდა გამოვყო ერთი საკითხი - უმრავლესობა და ოპოზიცია არ უნდა იყოს თავშესაფარი კრიმინალებისთვის. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის ამით დაინტერესებული და თუ გაჩნდა კითხვები, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკოსის სტატუსი ხელშეუხებლობის გარანტიას არ იძლევა, თუმცა, კანონის უზენაესობის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა